პროფესიონალი მასაჟის სპეციალისტი,მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით სამკურნალო, სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელი მასაჟის მიმართულებით.
ინდივიდუალური მიდგომით ახორციელებს როგორც სამკურნალო, ასევე ლიმფოდრენაჟულ, სარელაქსაციო და სხეულის საკორექციო მასაჟებს. მუშაობის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებას, პროცედურის ეფექტურობასა და პაციენტის კომფორტს, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას, კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებასა და საერთო ფიზიკური მდგომარეობის აღდგენას.