გაზაფხული ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეზონია კანზე ზრუნვის თვალსაზრისით. ,,დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეო თერაპიის ცენტრში'' - მაისის თვეში, ყოველ ხუთშაბათს დერმატოლოგის უფასო კონსულტაციაზე ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელს შეუძლია ჩაეწეროს გამოცდილ დერმატო-ვენეროლოგ - მარინა ბიბილეიშვილთან.
,, კანი - იგივე ჩვენი სხეულის "სახე" ყველაზე დიდი ორგანოა. მის სიჯანსაღეზე ზრუნვას კი წელიწადის ოთხივე სეზონზე მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს.
თუ გსურთ ზაფხულს შეხვდეთ ჯანსაღი კანით, თმითა და ფრჩხილებით, ჩვენს ცენტრში - ს. ცინცაძის ქ. 79 - ში შეგიძლიათ ისარგებლოთ აქციით და მაისში ჩაეწეროთ 0322 22 67 77 ხუთშაბთობით უფასო კონსულტაციაზე.
ფსორიაზის, ეგზემის, ნეიროდერმიტის, ატოპიური დერმატიტისა და კანის სხვა დაავადებების მკურნალობა - ფიტო-ბალნეო თერაპიის უნიკალური მეთოდით მხოლოდ ჩვენს ცენტრში ხდება.’’ - განაცხადა დერმატოლოგ-ვენეროლოგმა მარინა ბიბილეიშვილმა.
შეგახსენებთ, ,,დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრის’’ მიზანი- მკურნალობის ტრადიციული ხერხებისა და თანამედროვე სამკურნალო კვლევითი ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებლის სამედიცინო მომსახურების გაწევაა. მკურნალობა კი ექიმ დავით ვაშაძის მიერ სპეციალურად შერჩეული მცენარეული ნაკრების გამოყენებით ხორციელდება.
ცენტრში კანზე ზრუნვის განსაკუთრებული პროგრამები აქვთ, როგორც ფიტო ისე ბალნეო მიმართულებით. კანის დატენიანება გოგირდის აბაზანებითა და სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მასაჟით ხორციელდება, კანის გაჯანსაღებისთვის კი მომხმარებელს ჰიდროკოლონოთერაპიის პროცედურით შეუძლია ისარგებლოს.