ენდოკრინოლოგია წარმოადგენს მედიცინის დარგს, რომელიც შეისწავლის ენდოკრინული სისტემის ფუნქციებს, ჰორმონთა სეკრეციის რეგულაციას და მათთან დაკავშირებულ პათოლოგიურ მდგომარეობებს. ენდოკრინული სისტემა მოიცავს ფარისებრ, პარათირეოიდულ, თირკმელზედა ჯირკვლებს, ჰიპოფიზს, პანკრეასის ენდოკრინულ ნაწილს და სხვა სისტემებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ჰორმონული დისბალანსი შესაძლოა გამოვლინდეს მრავალფეროვანი კლინიკური სიმპტომებით, მათ შორის: მეტაბოლური დარღვევებით, სხეულის მასის ცვლილებით, ქრონიკული დაღლილობით, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციური ცვლილებებით. აღნიშნული მდგომარეობები საჭიროებს კომპლექსურ შეფასებას და მიზანმიმართულ თერაპიულ მართვას.
ძირითადი მიმართულებები
ენდოკრინოლოგიური კონსულტაცია მოიცავს შემდეგ პათოლოგიათა დიაგნოსტიკასა და მართვას:
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, კვანძოვანი ცვლილებები)
- შაქრიანი დიაბეტი და პრედიაბეტური მდგომარეობები
- მეტაბოლური სინდრომი
- სიმსუქნე და მასასთან დაკავშირებული ენდოკრინული დარღვევები
- თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები
- ჰიპოფიზის დაავადებები
- კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევები
დიაგნოსტიკა და შეფასება:
პაციენტის შეფასება ეფუძნება კლინიკურ ანამნეზს, ფიზიკურ გასინჯვასა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს.
მკურნალობა ინიშნება ინდივიდუალურად, დაავადების ტიპისა და სიმძიმის გათვალისწინებით. გამოიყენება როგორც თანამედროვე მედიკამენტოზური თერაპია, ასევე კომპლექსური მიდგომები.
ფიტობალნეოთერაპიის ცენტრში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინტეგრაციულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს კლასიკურ ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკას და ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორებს (მინერალური წყლები, ფიტოთერაპია, ბალნეოლოგიური პროცედურები), რაც ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნო და რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურებას.
ენდოკრინოლოგიური სამსახურის მიზანია ჰორმონალური დარღვევების დროული გამოვლენა, დაავადებათა პროგრესირების პრევენცია და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.