მომსახურება

უროლოგი

უროლოგი

დავით ვაშაძის ფიტობალნეოთერაპიის ცენტრში, უროლოგიური დაავადებების მკურნალობა, ერთ ერთი ძლიერი მიმართულებაა. უროლოგი არის ექიმი, რომელიც მამაკაცებისა და ქალების შარდსასქესო სისტემის, ხოლო მამაკაცებში - რეპროდუქციული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზეც ზრუნავს.

როდის უნდა მიმართოთ უროლოგს?

  • ხშირი ან გაძნელებული შარდვა;
  • შარდვის დროს ტკივილი ან წვა;
  • შარდში სისხლის არსებობა;
  • წელის ან ქვედა მუცლის ტკივილი;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • საშარდე გზების ხშირი ინფექციები;
  • თირკმლის კენჭოვანი დაავადება;
  • მამაკაცებში ერექციული დისფუნქცია;
  • პროსტატის დაავადებებთან დაკავშირებული ჩივილები;
  • მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები.

რას მოიცავს უროლოგის კონსულტაცია?

სპეციალისტი აგროვებს სამედიცინო ისტორიას, აფასებს პაციენტის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს — მათ შორის ექოსკოპიურ გამოკვლევებს, შარდისა და სისხლის ანალიზებს, რის საფუძველზეც, ფიტოთერაპევტ დავით ვაშაძესთან ერთად, ადგენს ინდივიდუალურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო გეგმას.

უროლოგიური დაავადებების დიდი ნაწილი ადრეულ ეტაპზე წარმატებით იმართება. დროული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს გართულებების პრევენციას, მკურნალობის ეფექტურობის გაზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

რას გთავაზობთ