ნანა გერმანიშვილი

ნანა გერმანიშვილი

მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ოჯახის ექიმი და პედიატრი. აქტიურად არის ჩართული უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებსა და პროფესიულ კონფერენციებში, მათ შორის ევროპის გასტროენტეროლოგთა კონგრესში, ასევე შვეიცარიისა და მოლდოვის რეგიონულ სამედიცინო ფორუმებზე.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა კლინიკებში „იმედი L“ და American Medical Center (My Home). ამჟამად საქმიანობს დავით ვაშაძის ფიტო-ბალნეოთერაპიის ცენტრში და სადაზღვევო კომპანია Benefit-ის ოჯახის ექიმად.